თეგებით ძიება
25. 08. 2021 COVID - 19

"არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი" - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მითვის პირდი ამბიცია მეორე ხარისხოვანია, მთავარია პაციენტების უსაფრთხოება.

„მინდა ჩემი კლინიკის მაგალითზე გითხრათ, რომ უამრავი პაციენტი მყავს გატარებული, როგორც ვაქცინირებული, ისე არავაქცინირებული. მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი თვალით დავინახე, რომ ვაქცინირებულ პაციენტებში ფილტვის დაზიანების სიმძიმის ხარისხი მკვეთრად ნაკლებია. ასეთ პაციენტებს არ სჭირდებათ რეანიმაციული მეთვალყურეობა. შესაძლებელია პაციენტი იყოს ინფიცირებული, მაგრამ მას მხოლოდ და მხოლოდ მცირე სიმპტომატიკით გამოუვლინდეს COVID-19-ის დაავადება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არ მაინტერესებს არავის პირადი ამბიცია. მაინტერესებს ერთი რამ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს ნაკლები გარდაცვლილი პაციენტი", - განაცხადა ლევან რატიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა