„სრულუდ უნდა იყოს დაცული დაწესებული რეკომენდაციები" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები უკვე ჩანს და ახლა მთავარია მკაცრად დაცვა რეგულაციების.
„სრულუდ უნდა იყოს დაცული დაწესებული რეკომენდაციები – პირბადე, დისტანცია, დიდ თავყრილობებზე უარის თქმა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს აცრაზე, რათა დღეში 35-40 ათასზე ავიდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.