“საქართველო დიდი ექსპერიმენტის ქვეშაა, რატომ კლავთ ხალხს? ქვეყანა ჩასაკეტია, არჩევნები გადასადები" -
ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში არსებული ეპიდვითარება ძალიან მძიმეა მთავრობს იგი ქვეყნის ჩაკეტვისკენ და არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს.
“ქვეყანა არის ჩასაკეტი, თქვე ოჯახაშენებულებო, მინიმუმ 3 კვირით. რას ეთამაშებით? ხალხი იღუპება. საავადმყოფოებში, როგორც მე მახსოვს, 8 000 პაციენტი რომ იყო საავადმყოფოში პიკზე პიკიაო… 8 040 ადამიანია ახლა და თავს თავს ატყუებენ?
დედა ეტირება ყველა ადამიანს, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. საკუთარ თავს ჩააყენებენ ცუდ სიტუაციაში.
ფაქტია, ქვეყანა არის დასაკეტი, შემოგზავნილები ხომ არ არიან, ვინ არიან ესენი? დაკეტე ეს ქვეყანა 3 კვირით და მერე აკონტყროლე. არაფერს არ აკეთებენ, მაინც მოუწევთ ჩაკეტვა და ამასობაში ათასობით ადამიანი უნდა მოკვდება. რატომ კლავთ ამ ხალხს? ეს ხომ განზრახ მკვლელობაა, ხალხო? ვინ არის პასუხისმგებელი? არავინ.
რესტორანები დაიკეტება 23 საათის ნაცვლად, 22 საათზეო, ვაი, თქვენ პატრონს.
ქვეყნის ჩაკეტვა ძალიან ცუდია, მაგრამ უნდა მართო ისე, რომ არ მიიყვანო ჩაკეტვამდე. გასწავლეთ, აგიხსენით, არ ესმით. ვერ გავიგე… არის ჯიუტი ხალხი, გაუნათლებელი ხალხი, არის ბოროტი ხალხი და ამათი ვერაფერი ვერ გავიგე. მეორე ტალღის დროს, მესამე ტალღის დროს, ყველანი ვლაპარაკობთ ერთი და იგივეს. ამათი მე ვერაფერი გავიგე.
უმკაცრესი ზომებია მისაღები. დამბლოკეთ თუ გინდათ. არც თქვენი ლაიქები მინდა, მაგრამ უნდა ვთქვა ის, რაც არის რელობა.
ეს სასწავლო წელი მთლიანად უნდა გადავიდეს დისტანციურზე, რადგან კიდევ იქნება სხვა ტალღებიც. არ დაგავიწყდეთ, იანვარში იქნება მეხუთე ტალღა! ამ ვირუსს 5 თვიანი ციკლი აქვს, რატომ აკეთებს ამას არავინ იცის.
პირველ ივლისს, როცა წამოვიდა ტალღა, უკვე იყო მისაღები ზომები.
ამდენი მავნებლობა? ყველაფერში უკუღმა როგორ შეიძლება იყო ადამიანი.
ვაქცინაციაზე საერთოდ არა მაქვს საუბარი, ყველაფერში ჩავარდნილები არიან.
ეს არჩევნები არის გადასადები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ. არჩევნების წინააღმდეგი კი არა ვარ, დრო არის ძალიან ცუდი.
გეტყვით რა მოხდება. მთავრობამ თუ არაფერი გააკეთა და დატოვა იგივე, რესტორანი გინდა 23 საათზე დაგიკეტია, გინდა 22 საათზე. მოსახლეობის 90 პროცენტი უნდა იყოს ან ვაქცინირებული, ან ინფიცირებული ვირუსი გააგრძელებს გზას. ერთადერთი გზაა, გადაუწყვიტო გავრცელების გზა, ტოტალური ლოქდაუნი. სრული ლოქდაუნი, მინიმუმ სამი კვირა, რომ ვირუსი ფიზიკურად ვერ გამრავლდეს, ჩაქრეს ეს ცეცხლი და მერე ნელა-ნელა გახსნა. სიკვდილობა მაინც იქნება 2 კვირის დაგვიანებით, სამწუხაროდ, მაგრამ ეს არის გამოსავალი.
ჩვენ ახლა ვართ დიდი ექსპერიმენტის ქვეშ. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, ჩვენ ვქმნით ახალ კოვიდვითარებას – როგორ უნდა მართო კოვიდი საქართველოში. პირველი ხარ მსოფლიოში სიკვდილიანობის მიხედვით და ქვეყანას არ ვკეტავთ. ზუსტად იგივე შეცდომას ვუშვებთ, რაც პირველი ტალღის დროს ბრაზიალიამ დაუშვა. მაინცდამაინც ამაში უნდა დავემსგავსოთ ბრაზილიას? ბრაზილიას ერთ ქალაქში მოსახლეობის 70 პროცენტს ჰქონდა ვირუსი… გავიდა 5-6 თვე, ხალხი რიგში იდგა ჟანგბადის… ამ ჯოგური იმენიტეტის მერე დაიწყო მაღალი სიკვდილობა… შვედეთი, ასევე გადაწყვიტა ჯოგური იმუნიტეტი. ათჯერ მეტი გარდაიცვალა შვედეთში ვიდრე ნორვეგიაში და დანიაში. ჯოგური იმუნიტეტი არა ვაქცინით არის საშიში. რატომ ატარებ კიდევ ექსპერტიმენტს?თტქვენ ახლა იღებთ მონაწილეობას ახალ ექსპერიმენტში, ქართულ ექსპერიმენტში. რომც არაფერი გააკეთონ, ეს ყველაფერი ჩაცხრება სექტემბრის შუა რიცხვებში. სექტემბრის პირველი და მეორე კვირა იქნება მძიმე, ამასობაში გავრცელება ავა მაღალ პროცენტზე, ვირუსი ფიზიკურად ვერ ნახავს გავრცელების საშუალებას და ჩაცხრება… ამასობაში დაიღუპებიან ადამიანები” - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.