თეგებით ძიება

ქალისთვის, სავარაუდოდ, სექსუალური შინაარსის შეტყობინებების გაგზავნის გამო, კაცი თოფით დაჭრეს

ქალისთვის, სავარაუდოდ, სექსუალური შინაარსის შეტყობინებების გაგზავნის გამო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი სანადირო თოფან გასროლით თავის არეში დაჭრეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ქირურგიური ოპერაცია უტარდება.

ადგილობრივების თქმით, დაჭრილი კაცი, სავარუდო დამნაშავის ახლობელ ქალს სექსუალური შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა, რამაც მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.

დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა