თეგებით ძიება
26. 08. 2021 COVID - 19

„ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არის უკიდურესად მაღალი" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ძალიან დიდია ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაიღალილია.

„ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არის უკიდურესად მაღალი, ამიტომაც საველე ჰოსპიტლები, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციის გარკვეულად შერბილების ერთ-ერთი გზაა. იქ თავსდებიან საშუალო სიმძიმის ადამიანები. ეს გარკვეული ტრიაჟია, იქიდან შესაძლებელია, თუ უკეთესობა იქნება, ბინაზე მკურნალობაზე გადაყვანა, ან თუ დამძიმდა, მაშინ უკვე ჰოსპიტალში, სადაც განთავისუფლდება ადგილი. დღეს ჰოსპიტლებში ადგილების რაოდენობა ძალიან ლიმიტირებულია. პირველად გადააჭარბა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც კარგი ნიშანია იმისა, რომ ოდნავ, ძალიან მცირედ ჰოსპიტლებზე დაწოლა შემცირდეს. სამედიცინო პერსონალი არის ფიზიკურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გადაღლილი", - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა