თეგებით ძიება

სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებული 5 პანკისელის აღკვეთზე მსჯელობენ

ტერორიზმში ბრალდებული 5 პანკისელის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიწყო. მოსამართლე ბრალდებულების აღკვეთ ღონისძიებას განიხილავს.

მოსამართლე ჯერ ადვოკატებისა და პროკურორების დასაბუთებას მოისმენს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი 3 000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვს.

სასამართლოსთან იმყოფებიან ოჯახის წევრები და ამბობენ, რომ ბრალს არ ეთანხმებიან.

24 აგვისტოს დაკავებულ 4 პირს გამოძიება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირს, მეხუთეს კი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და მის ხელშეწყობას ედავება.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. პარალელურად, სუს-მა ოპერატიული მასალა გაავრცელა. ფარული ვიდეო, აუდიო და ფოტო მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დაკავებულები საქართველოს დატოვებას და სირიაში საბრძოლველად წასვლას გეგმავდნენ. ერთგულების ფიციც დადეს და სატელეფონო საუბრებში შენობის აფეთქების დეტალებს განიხილავდნენ. სად აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას - გაურკვეველია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა