თეგებით ძიება

"რესტორნებმა აღარ შემოვუშვათ აუცრელი ადამიანები" - ბიზნესი დახმარებას ითხოვს

ბიზნესი დახმარებას ითხოვს - რესტორატორებს მძიმე კოვიდპანდემიის ფონზე, საგადასახადო და საბანკო შეღავათები სჭირდებათ. ხელისუფლებისგან უყურადღებოდ დატოვებული რესტორატორები, სარესტორნო ქსელების დაკეტვის საფრთხეზე საუბრობენ.

ბიზნესისთვის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი გზა, რესტორნებში ვაქცინირებული ხალხის დაშვებაა, რაც კერძო სექტორს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც "ქართული ოცნების" მისაღებია, რომ ბიზნესის გადასარჩენად ახალი რეგულაცია აამუშაოს.

"ხელისუფლების მიმართ გვაქვს რამდენიმე მოთხოვა და თხოვნა: შეგვიმსუბუქონ საგადასახადო გადასახადი. მეორე ეს არის ის, რომ ბანკებთან დაგვიდგნენ გვერდში, რადგან დიდი ვალები გვაქვს აღებული, რომ საქმე გვეწარმოა. პროდუქციისა და სხვა ფასების დარეგულირება. სხვანაირად ვერ გადავრჩებით", - ამბობს დიმიტრი ბარათაშვილი - რესტორან ,,144 საფეხურის\'\' დირექტორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა