„არ იცრები, პირბადეს არ იკეთებ, კარგი, მკვლელი არ მოგწონს და მოღალატე ხო ნამდვილად ხარ?!“ - კალატოზიშვილი
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში შექმნილ ეპიდსიტუაციის ეხმაურება და აკრიტიკებს იმ ადამინებს, ვინც უარს ამბობს პირბადის ტარებაზე და რეგულაციების დაცვაზე.
„არ იცრები, პირბადეს არ იკეთებ, კაი, მკვლელი არ მოგწონს და მოღალატე ხო ნამდვილად ხარ. ან ღმერთის სახელით ვინც გამოდიხართ და იესოს ხატთან ლოცულობთ, მთავარი, რაც მისგან უნდა გესწავლათ, სხვაზე ზრუნვაა, თან როცა ამბობთ, ჩვენ გამო ეწამაო. ჰოდა, ჩვენ გამო სხვაზე ფიქრი და ზრუნვაა და არა ეგოიზმი!“- წერს ნანკა კალატოზიშვილი.