თეგებით ძიება

საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, ქმარმა ცოლი მოკლა - კაცს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამტრედიაში, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა 2020 წლის 23 დეკემბერს მოხდა. პრპკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში, მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა