თეგებით ძიება

პროკურატურამ, რუსთავში 80 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე, ორი შვილის დედას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, დ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აგვისტოს, რუსთავში, დ.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი ფიზიკური კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მეზობელს, ა.პ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დ.ჯ. იმავე დღეს რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დ.ჯ. -ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა