თეგებით ძიება

"მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა!" - ირაკლი ღარიბაშვილს გახარიას გამო პასუხობენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს ექსპრემიერ, გიორგი გახარიას მეგრულად "მაზაკვალი" (ეშმაკი) უწოდა, ზუგდიდის ყოფილი მერი და ახლა პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შენგელია პასუხობს.

"სხვათაშორის, ბატონო ირაკლი, მეგრელებმა ვერ გაგიგეთ! ჩვენ, მეგრელები ისეთი ფასეულობების ხალხი ვართ, ჩვენთვის ჭორიკანა და ენა გადმოგდებული კაცი მიუღებელია და პატივისცემას არ იმსახურებს!
არ ვიცი ეს ვინ გირჩიათ ან რატომ, მაგრამ გარემოცვა და კუთხე ნამდვილად შეგეშალათ!
ამიტომ, მომავალში გაითვალისწინეთ რას და სად იტყვით, რომ ესეთ “ბოროდ” აღარ გამოჩნდეთ ამხელა აუდიტორიის წინაშე.
მაზაკვალ მი რე დო მი ვარე, ათეს მარგალეფ გიმათუთას გეგნოჭყვიდუნა!", - წერს ფეისბუქზე გიორგი შენგელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა