თეგებით ძიება

"ორსულებო და მეძუძურო დედებო, აიცერით სასწრაფოდ" - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს კოვიდაცრისკენ მოუწოდებს. როგოც მედიკოსი სოციალურ ქსელში წერს, "ფაიზერის" ვაქცინა უსაფღთხოა.

"ორსულებო, აიცერით სასწრაფოდ და ასე დაიცავით თავიც და პატარაც. აცრის კომპინენტები არ გადის პლაცენტის ბარიერს და ვერ მიაღწევს ნაყოფამდე. თქვენს მიერ გამომუშავებული ანტისხეულები კი გადიან პლაცენტის ბარიერს და უმრავლეს შემთხვევაში ბავშვი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიტეტით დაიბადება.

Pfizer-ზე ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ორსულების აცრა უსაფრთხოა ნებისმიერ ტრიმესტრში. აცრა დაგიცავთ კოვიდის რთული ფორმებისგან და სიკვდილისგან. ვაქცინაციით, უკვე მუცლაყოფნის ასაკიდან, იზრუნებთ თქვენს პატარაზე.

მეძუძურო დედებო, აიცერით სასწრაფოდ, გთხოვთ. უსაფრთხოა ვაქცინაცია თქვენთვისაც და პატარასთვისაც. აცრის კომპონენტები დედის რძეში ვერ ხვდებიან, აი ანტისხეულებით შვილის დაცვას კი უმრავლეს შემთხვევაში ძუძუთი კვებით მოახერხებეთ. არა მარტო კოვიდისგან, ძუძუთი კვება პატარას დაიცავს ბევრი საფრთხისგან და ის ფსიქოლოგიურადაც უფრო ჯანმრთელი გაიზრდება.

საქართველოს ეპიდსიტუაცია არ იძლევა იმის ფუფუნებას რომ თქვენ ქორწილებში და თავყრილობებზე იაროთ. გაუფრთხილდით თავს და თქვენს პატარებს, გთხოვთ. გაატარეთ ერთი ზაფხული მშვიდ, უსაფრთხო გარემოში. ასე უზრუნველყოფთ იმას, რომ თქვენმა შვილებმა დედასთან მრავალი ბედნიერი წელი გაატარონ.

გთხოვთ, ნუ უგულვებელყოფთ საფრთხეს...", - წერს გეგეჭკორი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული ქალი გაირაიცვალა.

კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 532,171 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 468,917 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 7,028 გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა