თეგებით ძიება

"არ ვიყიდებით არც მე და არც ჩვენი გუნდის წევრები" - თეა გოდოლაძე

გეოლოგი, თეა გოდოლაძე "ნამოხვან ჰესისს" და კომპანია "ენკას" საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ნამოხვან ჰესის გამო ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია ახალი არ არის. ხან პუტინი ვიყავი და ხან ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი. აქამდე გეოფიზიკის ინსტიტუტის უსუსური არგუმენტები ჰქონდათ აფარებული ნამოხვან ჰესის დამკვეთთა და მომხრეთა ჯგუფს(სიბნელის მინისტრი მირცხულავა, ისტორიკოსი გიორგი აბრამიშვილი (აი ენერგეტიკას რომ აშენებს ის ) და ძმანნი მისნი, გალუმაშვილი და მისი ინტერნეტ სივრცის დამქაშები). ახლა მითხარით, ეს გიორგი ცაგარეიშვილი ვინ არის. აუხსენით რომ მეცნიერი ვარ და არა საჯარო მოხელე, საყვარელი. ისიც უთხარით, რომ ყველა კონტრაქტი, რომელსაც ვასრულებთ სახელმწიფო უნივერისტეტის კონტრაქტია და ჩვენს ჯიბეში არ მიდის, განსხვავებით "ენკა"-ს კონტრაქტორებისაგან.

ჰო, მთავარი! ბარან ოზგენმა თავად შემომთავაზა თანხა. ბატონო გიორგი ბარან ოზგენი და ენკა ჩემი კარიერის "პატალოკი" არ არის. არ ვიყიდებით არც მე და არც ჩვენი გუნდის წევრები. სულ სხვა მასშტაბები გვაქვს, საკუთარი თავით კი არ უნდა იმსჯელოთ. საერთოდ ვინ ხართ? გამოჩნდით მაინც ", - წერს გოდოლაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა