ვინ იყო 19 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გარდაცვლილი 19 წლის ქალი, ნორა თევზაძეა, რომელიც კორონა ვირუსით იყო ინფიცირებული.
„რატო დატოვე შენი პატარები ნორი, ჩვენ ასე ნაადრევად რატო გამოგვაკლდი, მეორე შვილი არც კი გინახავს… მეიმედებოდა რომ ნახავდი“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
ცნობისთვის, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.
27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 031 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 4585, ხოლო გარდაიცვალა 73. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.