თეგებით ძიება

სამების ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს

თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკა დააზიანეს.

"საქართველოს პირველი არხის" ინფორმაციით, მოძრავ სატელიტურ მანქანას სხვადასხვა დაზიანება აქვს. ჩამსხვრეულია ფარები და სარკე. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტელეკომპანიის ცნობით, ფაქტი, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა