თეგებით ძიება

"ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, თავისი ტაშფანდურით და “ტრადიციული” სმაჭამით…" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში ქუთაისში გამართულ ქორწილზე წერს.
"ახლახანს ასეთი ამბავი გავიგე …
ქუთაისში გაიმართა დიდი ქორწილი, თავისი ტაშფანდურით და “ტრადიციული” სმაჭამით …
გათვალისწინებით იმისა რომ ამ ტიპის თავყრილობები ჯარიმდება, ქორწილის ხარჯებში ეს ჯარიმაც წინასწარ გათვლილი იყო.
რაზე ვლაპარაკობთ ღმერთმანი", - წერს მაკა ჩიჩუა ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული მძიმე ეპიდვითარების გამო, ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა, მათ შორის იკრძალება დიდი თავყრილობების გამართვა. საქართველო კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა