თეგებით ძიება

"ხალხო, ძალიან გთხოვთ, აიცერით და ამათ ხელში ნუ ჩაიგდებთ თავს" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი საქართველოს მოსახლეობას სოციალურ ქსელში მიმართავს და აცრისკენ მოუწოდებს:

"ხალხო,
ძალიან გთხოვთ, აიცერით და ამათ ხელში ნუ ჩაიგდებთ თავს,
გთხოვთ
ერთხელაც კი აცრილს არ წაგიყვანენ არც კოვიდსასტუმროში და
არც რეანიმაციაში დაგაწვენენ ისეთი მდგომარეობის ადამიანს, რომელიც მერე, რეანიმაციიდან სამეგობროს მისწერს, სატურაცია ძალიან დამივარდა და ვიხუთებიო.
აი ამას ყველაფერს აგაცილებთ აცრა.
თუარა,
სისტემაში რაც ხდება...
ახლა მივიღე პაციენტის ინფორმაცია ტუბერკულოზის ცენტრიდან, რომ
აქტიური ტუბერკულოზიანები და თან რამდენიმე ერთ ოთახშია,
15 აქტიურ ტუბერკულოზიანს აქვს ერთი სველი წერტილი.
და მერე დაუდგინდება ყველას მედიკამენტის რეზისტენტობა
და მერე როცა ექმს ჰკითხავ, რატომ მოხდა ასეო,
აქეთ შემოგედავება, ეს მადლობის მაგიერია რომ ცოცხალი ხარო?
არ ვიცი ამის შეცვლას რა ესაჭიროება?
ბიძინას გაგდება თუ მეტი ლათინურის ცოდნა თუ უბრალოდ ადამიანურ ლოგიკურობაზე აპელირება?
ხომ ფაქტია, რომ
3 კლასგანათლებულსაც რომ ჰკითხო,
იმას რომ ჰკითხო, ვისაც მედიცინის დამარცვლაც არ შეუძლია,
რას იტყვი ინფექციური პაციენტების კოლექტიურ ინტენსიურ ოთახში ,,დიდი ვენტილატორის,, დადგმაზეო,
მგონი გეტყვის სწორ პასუხს.
ან, როცა ჰკითხავ,
როგორ ფიქრობ, ინფექციურ რეანიმაციაში, კოლექტიურ ინფექციურ რეანიმაციაში რომ ექიმი წელამდე დაუფარავი წვერით ერთიდან მეორე პაციენტთან მიდის და მერე მინიპირბადით მთელ კლინიკაში დადის
რა მოხდებაო?
დარწმუნებული ვარ მიიღებთ სწორ პასუხს.
ასე რომ,
მეგობრებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიძიებო და ბიცოლებო!!!
აიცერით!!!!
ესაა საუკეთესო საშუალება მოსცილდეთ სისტემას, რომლის შეცვლაც მართალია საკმაოდ მარტივია და ახლა, ამ წუთიდანვე შეიძლება,
მაგრამ
არავის არ სურს
და როცა ვამბობ არავის
ვგულისხმობ არავის
თუარა,
აცრა გაქვთ
აცერით მოხალისე რეზიდენტები, ვისაც პაციენტთან ურთიერთობა სანატრელი აქვს და პოდკასტებზე არიან ჩამოკიდებულნი
აცერით ტაქსის მძღოლები, 500მდე საკმარისია და ისინიც მოხალისენი
და მიუჩინეთ სახლში ერთ მოსავლელ კოვიდიანს ერთი ეკიპაჟი.
ამის რესურსიცაა და საშუალებაცაა და ლუქსუსიცაა", - წერს იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო კოვიდინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკით, მსოფლიოში მონწინავე პოზიციაზეა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა