თეგებით ძიება

"ნუ ლანძღავთ აუცრელ ხალხს" - მამუკა გამყრელიძე

პარტია "ევროპელი დემოკრატების" წერვი, მამუკა გამყრელიძე ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

"მე თავად, ყოველთვის ვიყავი და ვრჩები აცრების მომხრე. ახლაც ავიცერი და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. მაგრამ ის კამპანია, რომელიც სოციალურ ქსელებში და მედიაშია აწეული "ანტივაქსერების" წინააღმდეგ გაუმართლებელი მგონია. ავხსნი რატომ.
იმ ადამიანებს შორის, ვინც არ აცრილა ყველა იდეური "ანტივაქსერი" არ გახლავთ. ჩიპების, მხეცის ნიშნის და რქების ამოსვლის ყველას არ ეშინია. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სიფრთხილის გამო არ უნდა აცრა. ურჩევნია თავი დაიცვას ნიღბით და სოციალური დისტანციით ვიდრე გარისკოს ჯერ კიდევ ახალი ვაქცინის გაკეთებით. სამწუხაროდ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მატერიალური საშუალება აცრის წინ გაიკეთონ ანალიზები. მათ გარეშე კი ეშინიათ აცრა. დამეთანხმებით, რომ არც ერთი აცრა სრულიად უსაფრთხო არ არის და ამ ადამიანების შიში სრულიად გასაგებია. ბევრია ისეთი ადამიანიც, განსაკუთრებით სოფლად, რომლებიც უბრალოდ ვერ ახერხებენ უფულობის გამო აცრის ცენტრამდე მისვლას.
მთავარი პრობლემა გახლავთ ის უკიდურესი გაჭირვება რაც დღეს საქართველოში არსებულმა ხელისუფლებამ მოიტანა. გაჭირვება, რომელსაც თავის მხრივ ათასი სხვა პრობლემა მოაქვს ! ამას დაუმატეთ ჯანდაცვის და ეკონომიკის უკიდურესად უვიცი მართვა და შედეგიც სახეზეა.
ნუ ლანძღავთ აუცრელ ხალხს. ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ. თუ გასალანძღია ვინმე ეს მთავრობაა !", - წერს გამყრელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა