ქორწილი თბილისში - „გარდენია" 2000 ლარით დააჯარიმეს
ქორწილი „გარდენიაში“ - შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა. "პრაიმ-ტაიმის" ინფორმაციით, გვიან ღამით გამართულ ქორწილთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე, ინსპექციამ ობიექტზე ტერიტორიის მფლობელი გამოავლინა და 2000 ლარით დააჯარიმა.
მათი ინფორმაციით, ზედამხედველობა დადგენილებით აკრძალულ სოციალურ-გასართობ საქმიანობაზე გრძელდება.
ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა, დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.