თეგებით ძიება

"მოდის ძაან სიმპატიური ახალგაზრდა ბიჭი და გვეუბნება..." - რას წერს ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დღეს სოფო ჯაფარიძე ვნახე, ვილაპარაკეთ ბევრი, მერე სახლთან მიმიყვანა მანქანით და კიდევ გავაგრძელეთ ლაპარაკი ჩამოწეულ ფანჯრებში - სოფოს ტელეფონი არ ჩერდება, რეკავენ, დახმარება ჭირდებათ - მოკლედ, ძაან საქმიანები და დაზაფრულები ვართ. და ამ დროს ფანჯარასთან მოდის ძაან სიმპატიური ახალგაზრდა ბიჭი, (ვიფიქრე ამასაც რამე დახმარება ჭირდება ალბათ -თქო) და გვეუბნება - მე და ჩემს მეგობრებს ძაან მოგვეწონეთ და ჩვენთან ერთად ხომ არ დალევდითო - ცოტა ხანი გაოგნებული სიჩუმე ჩამოწვა და მერე სოფო ამბობს - ახლავე ( არ უთქვამს, მაგრამ ენის წვერზე ხომ ედგა)", - წერს კვესიტაძე ფეისბუქზე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა