ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, შეუძლიათ უშიშრად აიცრან - დავით გაგუა
გაგუას კლინიკის დირექტორის, დავით გაგუას განცხადებით, ორსულთათვის ვქცინაცია მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ყველა ორსული აიცრას.
როგორც დავით გაგუამ "იმედის" ეთერში განაცხადა, ქალები, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, შეუძლიათ უშიშრად აიცრან.
„ვაქცინაცია ნებისმიერ ტრიმესტრში რეკომენდებულია, ორსულობა არ არის უკუჩვენება. ჩვენს ქვეყანაში რეკომენდებულია Pfizer-ით ვაქცინაცია. ორსულებში აცრის შემდგომი გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოა და არ განსხვავდება ზოგადი პოპულაციისგან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვაქცინაცია ლაქტაციის პერიოდშიც შეიძლება მოხდეს და არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას. ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, შეუძლიათ უშიშრად აიცრან“, - განაცხადა დავით გაგუამ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 76 ადამიანი დაიღუპა და 6177 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო პერიოდში საქართველოში 10-მდე კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა.