საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 374 870 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.1%-ს შეადგენს
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 374 870 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.1%-ს შეადგენს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"29 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 145 925 აცრა
1 დოზით ვაქცინირებულია 771 055 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.0%
სრულად ვაქცინირებულია 374 870 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.1%
28 აგვისტოს აიცრა 20 678 ადამიანი", - აცხადებენ ვცენტრში.