"ჟანგბადს არ გვაძლევენ, არც ანალიზებს, ან რამე კვლევას არ გვიტარებენ" - კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულის წერილი ვრცელდება
თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული მსჯავრდებული ექიმებს უყურადღბობაში ადანაშაულებს და წერს, რომ მათ ჟანგბადს არ აძლევენ და არც ანალიზებს უტარებენ.
პატიმრის წერილს "პირველები" ავრცელებს.
მოკლედ გია, მაგარი დედა..ტყნული სიმპტომები გვაქვს. სიცხეები, გემო, ყნოსვა, ისე რა. ჰაერის უკმარისობა მე-5-7 დღეა დაახლოებით. ჟანგბადს არ გვაძლევენ. არც ანალიზებს, ან რამე კვლევას არ გვიტარებენ. სატურაცია მაქვს სტროგად 98-100. ვაიმე ცუდად ვართქო რო გითხრა, მოგატყუებ. პროსტა ჟუტკია, გვეშინია. ოფლიანობა გვაქვს მაგარი. ერთი ზროსლი ვაფშე ცუდად გვყავს. წამალი კარდიომაგნე და რაღაც ვიტამინი მოგვცეს. ღამე დამამშვიდებელი, სხვა არაფერი. გუშინ ამოვიდნენ, ჩაგწერეთ უკვე ანალიზებზეო და დღეს გაგიკეთებთო. ჟანგბადს დაგიდგამთ და ისუნთქეთო. მაგრამ ის ქალიც დაიკარგა. იტოგში ჯერ ვქაჩავთ, მერე ან თქვენ მიეცით თითი მანდ, ან ჩვენ დავიწყებთ ციხის ფინტებს", - წერია წერილში.