თეგებით ძიება
29. 08. 2021 COVID - 19

პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ - ამირან გამყრელიძე

პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, - ამის შესახებ დაავადებათე კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი2"-თან საუბარში განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში მოსახლეობა თუ არ მოერიდება სოციალურ ღონისძიებებს, შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ დამატებით შეზღუდვებზე იფიქროს.

"ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავიარეთ, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში.

თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე. ამდენს ვსაუბრობთ რომ გვქონდა 50% და იყოს 75%, და კიდევ უფრო მეტი, პირიქით, უფრო უგულებელვყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და 50%-ს დაბლა ჩამოდის პირბადის ტარების მაჩვენებელი," - აცხადებს გამყრელიძე.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 76 ადამიანი დაიღუპა და 6177 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა