"სამწუხაროდ, მდგომარეობა დამიმძიმდა და ფილტვების დაზიანება დაახლოებით 20 ქულამდე ავიდა..." - რას წერს ოთარ ტატიშვილის შვილი
ექიმისა და მსახიობის, ოთარ ტატიშვილის შვილი, შოთი ტატიშვილი სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებისა და იმ რთული გზის შესახებ წერს, რაც მან გაიარა, როგორც პაციენტმა.
"დიდად პოსტების წერით არ გამოვირჩევი თუმცა ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდი !
ზოგმა იცით ზოგმა არაა ვიყავი კოვიდინფიცირებული (აჭარის კლასტერი) თავიდან სახლში დავიწყე მკურნალობა თუმცა მე 3 დღეს ცუდად გავხდი და სუნთქვა გამიჭირდა და გადმომიკყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში , მკურნალობას ვაგრძელებდი პალატაში 3 დღის მანძილზე სამწუხაროდ მდგომარეობა დამიმძიმდა და ფილტვების დაზიანება დაახლოებით 20 ქულამდე ავიდა და გავხდი ძალიან ცუდად გონება დამებინდა სატურაცია დამივარდა დაბალზე და სასწრაფო წესით გამაქანეს რეანიმაციაში , რომლის გზის გავლა მახსოვს ფრაგმენტულად და მძიმედ , რეანიმაციაში შესვლისას კი დამხვდა საშინელი სურათი განურჩევლად ასაკაისა პროფესიისა თუ ასე შემდეგ უამრავი ინტუბიერბული ხალხი , ამან ჩემი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ამის მერე აღარ მახსოვს არაფერი სანამ ჟანგბადის აპარატი არ დამიყენეს.
რეანიმაციაში დაახლოებით 4 დღე დავყავი როგორც ექიმები მეუბნებიან გამომაძვრინეს იმ ქვეყნიდან თუმცა თქმა რათ მინდა მე თვითონაც ვგრძნობდი, ახლა საბედნიეროდ პალატაში ვარ და ვაგრძელებ რრაბილატაციას და ღმერთის და ექიმების წყალობით ყველაფერი კარგად მიდის და მალე უკვე სახლს დავუბრუნდები. რაც შეეხება ექიმებს ეს ხალხი არის არაადამიანური რესურსის მქონე , ჩემი თვალით რომ არ მენახა ვერც კი დავიჯერებდი ამ არაადამიანურ შრომას და რესურსს!
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საოცარ პროფესიონალს, დისციპლინის ეტალონს , სიმშვიდის და სულიერების საოცარ მაგალითს ბატონ ლევან რატიანს, რომელიც თითოეული პაციენტზე ისე ზრუნავს ღელავს და განიცდის როგორც საკუთარ შვილზეე!! მადლობა ყველა უმცროს და უფროს ექიმს , მადლობა ყველა ექთანს რომლებიც ყველას პატარა ბავშვებივით გვივლიან მადლობა სანიტრებს , ყველა პერსონალს ვინც აქ დააბიჯებს თავის ინფიცირების რისკად რომ
შენ კარგად იყო !!!
PS: სამწუხაროდ არ ვარ ვაქცინირებული და ეს ჩემ დიდი შეცდომას მიმაჩნია თუმცა როგორც კი შანსი მექნება აუცილებლად ავიცრები ! არავის არ მოვუწოდებ უბრალოდ სუბიექტური რჩევაა რომ აიცრათ და ის გზა არ გაიაროყ რაც მე გავიარე ! დაიცავით საკუთარი თავი და სხვები ! რეანიმაციაში და ინტენსიურში არცერთი აცრილი პაციენტი არ ყოფილა ყველა აუცრელი იყოოო!", - წერს შოთი ტატიშვილი ფეისბუქზე.