რომელი შეზღუდვები იმოქმედებს 4 ოქტომბრის ჩათვლით
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
შეზღუდვები, რომლებიც 4 ოტომბრამდე გაგრძელდება:
მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე კვლავ შეზღუდული იქნება, მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად შეზღუდვა 4 სექტემბრამდე იყო დაწესებული.
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება.