თეგებით ძიება

"დაუჯერებელი და გაუგონარი დრამა..." - რას წერს თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დაუჯერებელი და გაუგონარი დრამა ვიხილეთ დღეს.
ქალაქის მერი ადასტურებს შეხვედრას ყოფილ პრემიერთან.
პარლამენტის ყოფილი თავ-რე ამბობს რომ საერთოდ ფულს ითხოვდაო.
ყოფილი პრემიერი ყველა კითხვას ერთი სიტყვით პასუხობს ტყუილია - ტყუილია.
არადა ქალაქის მერიაში ვერავინ შევა და გავა ისე კამერებმა არ დააფიქსირონ, ხოდა ამდენ ჩხუბს და მატყუარას ძახილს იქნებ მარტივად გვაჩვენოთ ფაქტი და დასრულდეს ეს ხელოვნური აჟიოტაჟი.
ასეთი ტყუილი ოცნებისგანაც კი გამიკვირდება.
თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი….", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

თბილისის მერობისთბის "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს, "ნაცმოძრაობიდან" - ნიკა მელია.

დღესვე კახა კალაძემ განაცხადა, რომ ის ექსპრემიერ გახარიას თბილისის მერიაში შეხვდა, რაც უარყო ამ უკანასკნელმა. თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა კალაძე-გახარიას შეხვედრა და აღნიშნა, რომ შაუმავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე იყო მინიშნება.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა