თეგებით ძიება

მითხრა, რომ აპირებდა თავის კანდიდატურის დაყენებას - კახა კალაძე გახარიაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე ადასტურებს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას შეხვდა, სადაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ დედაქალაქის მერობისთვის საკუთარ კანდიდატურას დააყენებდა.

„შეხვედრა შედგა გიორგი გახარიასთან. შეხვედრა იყო რამოდენიმეჯერ. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავის კანდიდატურის დაყენებას, ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით.

თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს, დაველოდოთ 2 ოქტომბერს. მე კანდიდატებს არ ვაფასებ, მე მაქვს ჩემი ხედვა, ჩემი კონცეფცია და ქალაქის განვითარების გეგმა, რომელსაც რამდენიმე დღეში წარვადგენ და ვისაუბრებ ყველა განსახორციელებ პროექტებზე, გადასაწყვეტ პრობლემებზე, რა გამოწვევებია, რა პრობლემებია დედაქალაქში, თუ რას გავაკეთებ და როგორ წარმომიდგენია ჩემი ქალაქი ოთხი წლის შემდეგ.

მადლობა თითოეულ თბილისელს იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც იგრძნობა ყველა ფეხის ნაბიჯზე როდესაც ქალაქში ვმოძრაობ, სხვადასხვა რაიონებში, უბნებში და მაქვს ამ მხარდაჭერის იმედი.

პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და ამ მხარდაჭერას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს“, – განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ კახა კალაძესთან შეხვედრის ფაქტი არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

თბილისის მერობისთბის "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს, "ნაცმოძღაობიდან" - ნიკა მელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა