თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე - თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსურის მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა

იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრემიერ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას.

მისი შეფასებით, ფახარია დააყენეს მერობის კანდიდატად იმისთვის, რომ რამენაირიად ნიკა მელია გაიყვანონ მეორე ტურში.

„მე სერიოზულ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებდი, ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად იმისთვის, რომ რამენაირიად მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა, ეს ბუნებრივი მათ არ გამუვათ. კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს. მას აქვს კონკრეტული დავალება, თუმცა ეს დავალება შესრულებადი არ არის. იყო კომუნიკაციის მცდელობა შაუმავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხის მიიღეს. დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კახა კალაძეს და გახარიას შორის. საუბრის ერთადერთი თემა იყო ის, რომ გახარია მისი თქმით, აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს გაეგო ტელევიზიის მეშვეობით, რაზე კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვეაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში“, - აცხადებს ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

თბილისის მერობისთბის "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს, "ნაცმოძღაობიდან" - ნიკა მელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა