თეგებით ძიება

პრემირი "ნაცმოძრაობაზე" - მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას, არ დავუშვებთ ამ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში

მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას, არ დავუშვებთ ამ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით.

მისი თქმით, შვიდობა და სტაბილურობა არის „ქართული ოცნების“ ხელწერა.

"ჩაგვრის, რეპრესიების, პირდაპირ ხალხის ტერორის და ტერიტორიებს დაკარგვის არაერთი მაგალითი გვახსოვს. ამის მიუხედავად, ასეთი მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ბედავს და აცხადებს პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენაზე, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაზე, რაც გამორიცხულია, რადგან ამას ჩვენ და ქართველი ხალხი არ დავუშვებთ და მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს და დააკარგვინეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები. 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და უამრავი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.

ხალხთან ერთად, ჩვენ არ დავუშვებთ ამ დესტრუქციული ძალის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ქართველი ხალხი ბრძენია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გაგვაჩნია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უშეცდომო ვართ. შეცდომები გვქონია, გვაქვს და გვექნება მომავალშიც, მაგრამ შეცდომასა და გააზრებულ მძიმე დანაშაულს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ჩვენ შეცდომები გააზრებული და გამოსწორებული გვაქვს და წინ მივდივართ. ეს არის მთავარი განმასხვავებელი ხელწერა ჩვენსა და მათ შორის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა