თეგებით ძიება

ტყიბულში მეშახტეებს შევხვდი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც წამოაყენეს, ტურიზმის განვითარებაა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა, რომელთა მხრიდან ერთ-ერთ მთავარ საკითხად შეხვედრაზე ტურიზმის განვითარება დასახელდა.

"მე ახლახანს შევხვდი მეშახტეებს. მინდა, მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, სოლიდარობა და მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მე მათ ვუთხარი, გადავუწყვიტე ადგილზე საკითხები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება. ცხრაჯვარის პროექტი, აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ტყიბულში ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა სწორედ მაღაროში მუშაობს და მათი შემოსავლის მთავარი წყარო ესაა. ადგილზე სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მეშახტეების გაფიცვები ხშირია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა