4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
შესაძლოა დღეს თქვენში მეტის მიღების სურვილმა გაიღვიძოს და ხელმძღვანელობასაც მიმართოთ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით. არ არის გამორიცხული გაგიჩნდეთ ახალი შემოსავლის წყარო.
კურო
სხვადასხვა საკითხების მოგვარებაა საჭირო, რაც მეტ მოქნილობასა და ენერგიულობას მოითხოვს. განწყობა და საკუთარი ძალების რწმენა დიდი ენერგიით გავსებთ.
ტყუპები
შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში დაფარული გამჟღავნდეს, თითქოს დღის შუქი შეაღწევს თქვენი სულის ყოველ კუთხეში და ყველასთვის თვალსაჩინო გახდება ჭეშმარიტება.
კირჩხიბი
ამ პერიოდში თქვენი ნიშნის მრავალი წარმომადგენელი თითქმის ყველა სფეროში წარმატებას მიაღწევს. ამაში შინაგანი რწმენა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ, რაც თქვენთვის არც ისეთი ხშირი მოვლენაა.
ლომი
როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა მიმართულებით დიდი წარმატებებია მოსალოდნელი, შესაძლოა კარიერულ ასპარეზზეც წინ წაიწიოთ. სასიყვარულო საქმეებშიც გიმართლებთ. ახლა პლანეტა ვენერა მეტად გწყალობთ.
ქალწული
დღეს, შესაძლოა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ და ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გონიერებაზე, ალღოსა და მოხერხებულობაზე. თქვენი ბედი ახლა თქვენს ხელთაა.
სასწორი
ენერგოტონუსი შედარებით დაქვეითებულია, ახლა თქვენ დაბადების წინა პერიოდს გადიხართ, ამიტომ მოერიდეთ დამქანცველ საქმიანობას, დაისვენეთ, მალე თქვენი დრო დადგება.
მორიელი
მეგობრები, ფინანსები, კარიერა, ქორწინება - ჩამოთვლილი ფასეულობები მეტად აქტუალური ხდება და მეტად მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში. თავს იყრის ძალიან ბევრი საქმე. არ დაიბნეთ, იმოქმედეთ გონივრულად!
მშვილდოსანი
შესაძლოა თქვენი ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ. განსაკუთრებით ისინი ვინც მოგზაურობთ ან მშობლიური ქალაქიდან შორს იმყოფებით. ამიტომ დაიჭირეთ დრო!
თხის რქა
ნუ გადაიღლებით, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გააანალიზეთ განვლილი ცხოვრება, გაერკვიეთ ახლანდელი სიტუაციების მოტივებსა და მიზეზებში. ურთიერთობებში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი.
მერწყული
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საკუთარი თავის მიმართ და აჩუქეთ ირგვლივმყოფ ადამიანებსაც თქვენი სითბო და ყურადღება, მოაწყვეთ საღამოები და გაერთეთ, მთავარია არ იყოთ მარტო და შემოიკრიბოთ სასიამოვნო ადამიანები.
თევზები
თქვენ შეძლებთ განახორციელოთ კრეატიული იდეები და მნიშვნელოვნად მოიპოვოთ და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა თუ გონივრულად მოიქცევით და ფულს სწრაფად არ დახარჯავთ.