თეგებით ძიება

მამუკა ხაზარაძემ ბრალი დამდო, რომ ხალხს ვატყუებ და ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კმ გზა - ირაკლი ღარიბაშვლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა- მინდა, რამდენიმე სიტყვით ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ჩვენს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შევახსენო, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში; იმის მიუხედავად, რომ უამრავი სირთულე იყო, ჩვენ შევძელით და დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა, სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია, ასობით სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდა ბოლო წლების განმავლობაში.

"ბაღების მშენებლობა იქნება, ამბულატორიების, 100-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-მოწყობა მოხერხდა ბოლო წლების განმავლობაში. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია აღდგენა მოხდა. გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოვიდა ტელევიზიით, კერძოდ ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბრალი დამდო, რომ მე ვატყუებ ხალხს და არასწორი მონაცემები მაქვს გაჟღერებული. კერძოდ, მან თქვა, რომ ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კილომეტრი გზა. ამ დროს ძალიან მარტივი იყო ამის გადამოწმება, სულ მცირე, სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რომ შესულიყო ადამიანი ან მისი თანაშემწე, ძალიან მარტივად გაარკვევდა, რომ ქვეყანაში არის 21 101 კილომეტრი გზა. აქედან 10 ათასი კილომეტრზე მეტი და პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე, გზის აღდგენა-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ბოლო 9 წლის განმავლობაში. 150 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზის მშენებლობა დავასრულეთ და ჯამში აშენებულია 219 კილომეტრი. მხოლოდ 68 კილომეტრი იყო აშენებული წინა ხელისუფლების დროს და გაოცებული კითხულობდა, როგორ მოახერხეს ამდენიო. ჩვენი ბრალია, რომ ჩვენს მოსახლეობას აქტიურად არ ვაბარებთ ანგარიშს. ერთ-ერთი გამოწვევა და პრობლემა მართლაც ეს არის. თავიდან, მოგეხსენებათ, ზღვარგადასული პროპაგანდის, კამპანიის და პიარის პირობებში, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ჩვენი მთავრობის ხელწერა შედარებით შევცვალეთ, თუმცა ეს შეცდომა იყო. ამიტომაც, ჩვენ კიდევ მეტს გავაკეთებთ, კიდევ მეტი საქმე უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროგრამები თუ სხვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა