თეგებით ძიება

გახარიას არავინ არ ეკითხებოდა მე სად დავინიშნებოდი - ირაკლი ღარიბაშვილი

მას არავინ არ ეკითხებოდა მე სად დავინიშნებოდი - ამბობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას იმ განცხადების კომენტირებისას, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ღარიბაშვილს შს მინისტრობა უნდოდა.

"მას არავინ არ ეკითხებოდა მე სად დავინიშნებოდი. მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონო ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, მე არაფერი გამკვირვებია და ეს მისი ინტერპრეტაციებია",- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა