თეგებით ძიება

"ის, რომ ომი არ გვქონია და ეს არის"ქართული ოცნების" და პირადად, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება" - ირაკლი ღარიბაშვილი

ის, რომ ომი არ გვქონია და ეს არის"ქართული ოცნების" და პირადად, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ონის მერობის კანდიდატის წარუდგენისას განაცხადა.


"ქართული ოცნების" დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა, დასტაბილურდა. ის, რომ ომი არ გვქონია და ეს არის პირველი გამონაკლისი პერიოდი მმართველობის, ჩვენი ხელისუფლების და ეს არის რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" და პირადად, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, სწორედ მისმა მმართველობამ მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არ ყოფილა იოლი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა მმართველების დროს ქვეყანამ კატასტროფული შედეგები მიიღო - ომებით, სამოქალაქო დაპირისპირებით, ტერიტორიების დაკარგვით," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა