თეგებით ძიება

პრემიერი - ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება პროფესიული სასწავლებლები

ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება პროფესიული სასწავლებლები, რათა ჩვენი ახალგაზრდები პროფესიებს ადგილზე დაეუფლონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ლენტეხის მერობის კანდიდატის, გიორგი ონიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლებული თაობის, განათლებული ახალგაზრდობის გარეშე მიუღწეველი იქნება და ვერ იქნება განგრძობითი, მდგრადი და სტაბილური განვითარება.

მისი შეფასებით, განათლების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული წინსვლაა და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

„ჩვენ 170 ახალი სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში და 250 სკოლას ჩავუტარეთ თანამედროვე რეაბილიტაცია, ისე, რომ ყველა სკოლა მოვაწყვეთ ევროპული სტანდარტების მიხედვით. ამ სტანდარტების შესაბამისად ვაშენებთ ახალ სკოლებს და 800 სკოლის რეაბილიტაცია არის დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს და მათ განათლება მიიღონ თანამედროვე, ევროპული ტიპის სასწავლებლებში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უმაღლეს განათლებას, პროფესიულ განათლებას და ყველა მუნიციპალიტეტში, ჩემი გეგმის მიხედვით, შეიქმნება პროფესიული სასწავლებლები, იმისთვის, რომ ადგილზე დაეუფლონ სპეციალობას და პროფესიებს ჩვენი ახალგაზრდები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში თვითმმართვეკლობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა