თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე სამშობლოში ჩამოვა.

"პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში" - აცხადებს სააკაშვილი და მოუწოდებს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნდნენ და სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირონ.

"ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორც შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით - წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში. თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაცარ ცნობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა. დავდვარ ყელგან მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით რომლებიც ჩემზე არის აღძრული საქართველოში. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში... არანაირი რევანში არ იქნება იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ ერთსა და იმავე წრეზე ამ რევანშის და უბედურების სიარული", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა