თეგებით ძიება

ვერც 5 000 ლარით, ვერც დაჭერებით ვერ შეგვაშინებთ - "დროა" ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს

პარტია "დროას" წევრები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს.

პარტია მათ წევრებზე დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს. საქმე ეხება ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გაპროტესტების დროს მთავრობის ადმინისტრაციის წინ შადრევანში წითელი საღებავის ჩასხმას.

მერიაში უნდა მივიდეთ, გამოვითხოვოთ ეს ოქმი, რაც შეადგინა მუნიციპალურმა ინსპექციამ და შემდეგ უკვე მერიის ურიდიულ დეპარტამენტში უნდა გავასაჩივროთ. აქედან პასუხი რომ მოვა მერე მივდივართ უკვე სასამართლოში.

ჩვენ ვერ გაგავაჩერებთ, ვერ შეგვაშინებთ ვერც 5 000 ლარით, ვერც 10 000 და ვერც 20 000 ლარით, ვერც დაჭერებით და ვერც კაპეზეზე ღამის გათენებით. პროტესტი გაგრძელდება და ყველა იმ უსამართლობას გაეცემა პასუხი, რასაც ისინი დღემდე ამ ქვეყანას უკეთებენ", - თქვა "დროას" წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" აქციის მოწინააღმდეგე რადიკალემბა სასტიკად სცემეს. ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოშიც გადიოდა. ლაშქარავა ფაქტიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა