თეგებით ძიება

"ოპოზიციის ნაწილზე ვამბობ თორემ “ოცნებაზე” ისედაც გასაგებია. მიშასი ეშინიათ" - სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოში ჩამოვა.

"რა ვერ გავიგე იცი? ოპოზიციის ნაწილზე ვამბობ თორემ “ოცნებაზე” ისედაც გასაგებია. მიშასი ეშინიათ – თუ ჩამოვა, ორპოლუსიან არჩევნებზე ვისაც არ უნდა, ამ შიშის გამო ისევ “ოცნებას” მიცემს ხმასო, თორემ ისე არ მისცემდაო, რას ამბობთ უფიქრდებით მაინც? თქვენ ხო ხართ კაცო და რატომ ორპოლუსიანი? ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” აძლევს ხმას, ის თქვენსკენ არ გადმოიხრება მაინც, აქ იქნება მიშა თუ მთვარეზე და ვისაც მიშა არ უნდა, ის “ოცნებას” რატომ მიცემს ხმას, როცა ამ ორი ძალის გარდა კიდევ თქვენც ხართ? თუ თავად თვლით რომ არ ხართ?! და თუ ხართ, რა ორ პოლუსზე ლაპარაკობთ და რაღა განერვიულებთ, ვერ გამიგია ჩემმა მზემ.. გემს მიხედეთ, პატივცემულებო, გემს…" – წერს სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა