თეგებით ძიება

საქართველოს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

8-9 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთის პრემიერი შეხვედრას გამართავს ასევე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.

გარდა ამისა, ​ფაშინიანი დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა