თეგებით ძიება

"მიუ შტამს ვაკვირდებით, ჯერჯერობით სრული ინფორმაცია ამ შტამზე, არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს არ აქვს - ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსის ე.წ. მიუ შტამს ვაკვირდებით, მასზე ჯერ მსოფლიოშიც არ არის ინფორმაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მიუ შტამს ვაკვირდებით, ჯერჯერობით სრული ინფორმაცია ამ შტამზე, არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოს არ აქვს. ვაკვირდებით, როგორი იქნება მისი ქცევა. დამატებით ინფორმაციას, მას შემდეგ, რაც ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან მეტი დეტალი გვეცოდინება, მოგახსენებთ.

თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, ის არ იქნება განსხვავებული მეთოდის, შესაბამისად, ამ კუთხითაც მზად ვიქნებით. ამჟამად ვაკვირდებით იმას, რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება მეტად რისკის შემცველი, რის შედეგადაც დამატებით ღონისძიებებს მივმართავთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა