როგორია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი, ხოლო 3668 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის მონაცემებით, 570 493 შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 527 337 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 7 977 პაციენტი ემსხვერპლა.