თეგებით ძიება

"ოპოზიციას აქვს ბოლო შანსი მომავალ 4 კვირაში, არჩევნებამდე მოახდინოს კონკრეტული ორგანიზება და ძალების მოკრება" - იაგო ფრანგიშვილი

ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს 2021 წლის თვითმართველობის არჩევნებს ეხმაურება.

„ძალიან კარგად მესმის ოპოზიციისა და ხელისუფლის სიმწრის ოფლი თემასთან „მიშა“ ამიტომაც, ოპოზიციას აქვს ბოლო შანსი მომავალ 4 კვირაში, არჩევნებამდე მოახდინოს კონკრეტული ორგანიზება და ძალების მოკრება არა არჩევნებისათვის და არა ურნებში ფურცლის ჩასაყრელად, არამედ ამ ურნის დასაცავად.

ეს პრობლემა არის ევროპაში კარგად გამოკვლეული და გადაწყვეტილი, მინიმუმ ბრატისლავის 2020 წლის თებერვლის არჩევნების მერე.

არის გზები და ხერხები, დაიცვა ხმა, დაიცვა ურნა და არ გამოაცვლევინო უკვე წინასწარ შევსებული ბიულეტენებით - ესაა გაყალბების საუკეთესო გზა.

ის დანარჩენები კი, მის კარუსელებიანად და ნაჯღაპნი ოქმებით არის მხოლოდ მიზეზი, რომ პროტესტის შემთხვევაში ხმები გადაგათვლევინოს ხელისუფალმა და ამაყად განგიცხადოს რომ 1% გადახრაც კი და უკვე „გადადგება“.

ამ სცენარს თუ არ დაუშვებს ოპოზიცია, მაშინ არავითარი „სიმწრის“ გრძნობა არ უნდა ჰქონდეს მას თემასთან „მიშა“.

თუკი არჩევნების ღამე ისე გადააგორეს, როგორც წინა 6 შემთხვევაში და თუკი „ვანოს“ ისევ დაემართა სამკვირიანი „ტვინის შერყევა“, თუკი გაბუნიამ ისევ თქვა „შედეგი არ ამოტრიალდებაო“ და თუკი ოპოზიციის „ეგზიტპოლებმა“ „დადეს“ „ასეა შედეგი და ხალხი ყოფილა თურმე ასეთიო“, თუკი „ლიდერებმა“ ბრძანეს, „ახლა დავიძინოთ და ხვალ კაი ნაჭამნასვამზე, ასე 5 საათზე შევიკრიბოთო“....

აი, მერე მართლა ნიაღვარივით იქნება მიშა სააკაშვილის ჩამოსვლა და რატომ, ამას არ უნდა ახსნა.

2 ოქტომბრის ღამე საუკეთესო ტაიმინგია“, - წერს ფრანგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსა ჩატარდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა