თეგებით ძიება

ჩემთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის მასპინძლობა საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის მასპინძლობა საქართველოში - მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის.

"რა თქმა უნდა, ყარაბახის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთსა და სომეხ ხალხს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას. და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის სტაბილურობასთან. შესაბამისად, ჩვენს საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავტევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. სომხეთის პრემიერი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა