თეგებით ძიება

"ჩემი საბოლოო პასუხია არა" - ნიკა მელია

"ჩემი საბოლოო პასუხია - არა" - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს ეზოში საუბრობს, სადაც მისი პროცესი მიმდინარეობს. ის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 20 ივნისის ამნისტიას არ ეთანხმება და უარს ამბობს, კანონი მასზე გავრცელდეს.

ითხოვენ ჩემგან თანხმობას, რომ მე ვატრიალებდი სახელმწიფოს. ეს სპეკულაციები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დასრულდეს ერთხელ და სამუდამოოდ. აქ მოვედი იმისთვის, რომ საბოლოო პასუხი ვთქვა - არანაირი თანხმობა ივანიშვილის სასამართლოს ჩემი მხრიდან, რომ მე მას მოწყალებას ვთხოვ, რომ ჩემზე გავრცელდეს ის, რაც არ ჩამიდენია და ახლა ბიძინა ივანიშვილი მიწყალებს, საპროცესო გარიგება უფროა ეს, ვიდრე სხვა ყველაფერი, - განაცხადა ნიკა მელიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა