თეგებით ძიება

დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნებას" 33% მისცემდა ხმას, "ნაცმოძრაობას" - 25%

Edison Research-ის სოციოლოგიური კვლევით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, "ქართული ოცნებას" 33% მისცემდა ხმას, "ნაციონალური მოძრაობას" - 25%.

დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - პროცენტული მაჩენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"საქართველოსთვის" - გიორგი გახარია - 10%;
"ლეიბორისტული პარტია" - 6%;
"გირჩი - მეტი თავისუფლება" (ზურაბ ჯაფარიძე) - 4%;
"ლელო" - 3%;
"ხალხისთვის" - ანა დოლიძე - 3%;
"პატრიოტთა ალიანსი" - 3%;
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%;
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 2%;
"გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 2%;
"ერი" - ლევან ვასაძე - 2%;
"დროა "- ელენე ხოშტარია - 1%;
"მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი - 1%;
სხვა - 2%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა