"ვუ ვარიანტის შემთხვევაში ვერ არის კარგად საქმე...რა მეშველება.." - გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ შტამზე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სხვადასხვა კოვიდშტამებთან მიმართებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე სოციალურ ქსელში წერს:
"ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 75 წლის ზევით ასაკის ადამიანებში კოვიდვაქცინები (მოდერნა, ფაიზერი და ჯონსონი) დროთა განმავლობაში კარგსვენ ძალას.
კარგი ამბავია, რომ დელტა ვარიანტის შემთხვევაში ეს ვაქცინები იცავენ ჰოსპიტალიზაციისგან: მოდერნა 95%, ფაიზერი 80% და ჯონსონი 60%
ვუ ვარიანტის შემთხვევაში ვერ არის კარგად საქმე. იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვუ ვარიანტის წინააღმდეგ არსებული ვაქცინებიც შეიძლება, ვერ იყოს ეფექტური (რა მეშველება, ჟენევაშიც დაფიქსირდა). კარგია, რომ ჯერ დომინანტი არ არის და საქართველოში ჯერჯერობით არ არის, ცუდი ამბავია ის, რომ 40 ქვეყანაში უკვე გავრცელდა.
გამოსავალი:
სამედიცინო პირბადე
დაჩქარებული ვაქცინაცია - ეფექტური ვაქცინებით (ფაიზერი /მოდერნა) მოსახლეობის 85%-ის დაფარვა
საღი გონება - გინება/შეურაცხოფა/გაბრაზება/კონსპირაციული თეორიები გამოსავალი არ არის. პრაგმატულად ვმართოთ პანდემია:
კოვიდსაშვი,
მიზნობრივი ვაქცინაცია,
ტესტირება,
კლასტერების კონტროლი, და
წერტილოვანი იზოლაცია/ჩაკეტვა", - წერს ფეისბუქზე ფხაკაძე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 579,031 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 8,146 ადამიანი გარდაიცვალა.