კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.
კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა - 675 თბილისში გამოვლინდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 579,031 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 8,146 ადამიანი გარდაიცვალა.