თეგებით ძიება

"დროა, სააფთიაქო მაფიის ქეისები იკვლიოთ!" - თამარ ივერი

სოპრანო თამარ ივერი წამლების სიძვირის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, ამის შესახ ის სოციალურ ქსელში წერს.

"დროა! არა მხოლოდ პოლიტიკოსების, მღდელთმთავრების,კაზინოების და სამშენებლო სამყაროს მაფიოზობების ქეისები იკვლიოთ....არამედ,სააფთიაქო მაფიის!ჰიპოკრატეს სახელით თეთრ ხალათიანი თაღლითების საქმე გამოიძიოთ და მათ იატაკვეშა "სამენი საგმირონია" გამოამზეუროთ.ჯერ ერთიც,წამლების ფასები თაღლითურად აქვთ 200-300% ით გაზრდილი და მეორეც,შეკრულები არიან ექიმებთან რომ "აბლაბუდას ქსელში გაბმული" პაციენტი...

მასთან მიაგზავნოს და რაც შეიძლება მეტი წამალი გამოუწეროს.აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკული ზემოქმედევის წამლების დახლქვეშიდან გაცემებისა. ამას წინათ...სრულიად ჩვეულებრივ 28აბიან წამალში 225ლარი(!) მთხოვეს.შემდგომ კი ავსტრიაში ვნახე 30ევროდ ეყარა აფთიაქებში.რაც უფრო დრო გადის..მით უფრო ვრწმუნდები რომ ვერანაირი კაზინოს თუ ნავთობის მაფია ახლოსაც ვერ მივა ადამიანების სიცოცხლეებით "მობურთავე" სამედიცინო მაფიასთან!!!", - წერს თამარ ივერი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა