თეგებით ძიება

რა ვიცით „კანონიერ ქურდ“ გია კვარაცხელიაზე, რომლის შვილიც გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს?

გუშინ, ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული 22 წლის ნიკო კვარაცხელია, გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცი არაერთი წარმატებული პროექტის ავტორი იყო და მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული სოციალური ქსელის შექმნა. მოკლული მამაკაცი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიას ვაჟია.

ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს. გია კვარაცხელია ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 24 წლის ასაკში, 1988 წელს თბილისელმა „კანონიერმა ქურდებმა“ – პაატა ჩლაიძემ და გოგი ჩიქოვანმა „მონათლეს“

კრიმინალური კარიერის განმავლობაში ის არაერთხელ არის ნასამართლევი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ბოლოს გია კვარაცხელია კიევში დააპატიმრეს და თურქეთში გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, ის ამჟამადაც სტამბულში ცხოვრობს

ცნობილია, რომ ფარფალიას წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა „კანონიერი ქურდების“ სოხუმის კლანთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა